Logo

ანტირეტროვირუსული თერაპია

title


 ანტირეტროვირუსული თერაპია (არვთ) წარმოადგენს აივ ინფიცირებული ადამიანების მკურნალობას აივ ინფექციის საწინააღმდეგო მედიკამენტების (ანტირეტროვსირული-არვ) გამოყენებით. სტანდარტული მკურნალობა შედგება სულ მცირე სამი წამლის (ე.წ. HAART) კომბინაციისაგან, რომლებიც ახდენენ აივ ვირუსის სუპრესიას. სამი ან მეტი წამლის გამოყენება ხდება, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ რეზისტენტობის განვითარების შესაძლებლობა. არვთ-ს შედეგად ხელი ეწყობა, როგორც აივ ინფექცია/შიდსით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის დონის შემცირება, ისე აივ ინფიცირებული ადამიანების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება. ბოლო დროს ფარმაკოლოგიური კომპანიების მიერ მოწოდებული იქნა კომბინირებული არვ მედიკამენტები, რაც ამცირებს პაციენტების მიერ დღის განმავლობაში მიღებული ტაბლეტების რაოდენობას. შემუშავების პროცესშია გახანგრძლივებული მოქმედების არვ ინექციური მედიკამტენები, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს აივ ინფიცირებულება მკურნალობის რეჟიმს.