B ჰეპატიტი B ჰეპატიტი არის ვირუსული ინფექცია, რომელიც აზიანებს ღვიძლს და იწვევს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკულ დაავადებას; ვირუსი ვრცელდება ინფიცირებული ადამიანისაგან სისხლისა და სხვა ბიოლოგიური სითხეების საშუალებით; B ჰეპატიტის შედეგად ყოველწლიურად კვდება 780 000-ზე მეტი ადამიანი; B ჰეპატიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან პროფესიულ საფრთხეს სამედიცინო პერსონალისათვის; 240 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადებულია B ჰეპატიტის ქრონიკული ინფექციით.