სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030638550453317
26 / იანვარი / 2017 წ. თბილისი #06-16/ო
„2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N660 დადგენილებით გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამების/კომპონენტების ზედამხედველობისთვის გამოყენებული წესების, ფორმების და მათი შევსების ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე” სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის 2016 წლის 9 თებერვლის #06-14/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63- მუხლის საფუძველზე 

       :

1.„2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N660 დადგენილებით გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამების/კომპონენტების ზედამხედველობისთვის გამოყენებული წესების , ფორმების და მათი შევსების ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“  სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის 2016 წლის 9 თებერვლის # 06-14/ო ბრძანებაში შეტანილ იქნეს  ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა)  ბრძანების პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული #36 დანართი  ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.
) ბრძანების მეოთხე პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
 
„4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განახორციელებს ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ირმა ხონელიძე.“
2.  დაევალოს ცენტრის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (კ. ოჩიგავას), უზრუნველყოს ამ ბრძანების განთავსება ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.ncdc.ge.
3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
4. ეს ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივან მე-12 კილომეტრი ) ერთი თვის ვადაში.

 

 

გენერალური დირექტორი
ამირან გამყრელიძე