სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ბ რ ძ ა ნ ე ბ ა | |
KA030623343288718 |
01 / თებერვალი / 2018 წ. | თბილისი #06-13/ო |
„2018
წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2076 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილების (თავი II, მუხლი 10, პუნქტი 3) და „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილების (თავიII, მუხლი
9, პუნქტი 3) და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის
სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 28 მარტის
#107/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის
“გ” ქვეპუნქტის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „2018
წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592
დადგენილებით გათვალისწინებული სახელმწიფო
პროგრამების/კომპონენტების ზედამხედველობისთვის გამოყენებული წესები,
ფორმები და მათი შევსების ინსტრუქციები თანდართული დანართების
შესაბამისად:
ა) „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამა (დანართი #1- #10);
ბ) “იმუნიზაციის“ სახელმწიფო პროგრამის „აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაციის მომსახურების“ კომპონენტი (დანართი #11- #15);
გ) „ეპიდზედამხედველობის“ სახელმწიფო პროგრამა (დანართი #16- #28);
დ) „უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამა (დანართი #29- #30);
ე) „პროფესიულ დაავადებათა პრევენციის“ სახელმწიფო პროგრამა (დანართი #31-#32);
ვ) „ტუბერკულოზის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის „რეგიონული მართვის და მონიტორინგის“ კომპონენტი (დანართი #33- #34);
ზ) „ტუბერკულოზის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის „ლაბორატორიული კონტროლის და ნახველის ლოჯისტიკის“ კომპონენტი (დანართი # 35- #38);
თ) „აივ-ინფექცია/შიდსის“
სახელმწიფო პროგრამის „აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირება
(ტესტის წინა და ტესტის შემდგომი) და ტესტირების“ კომპონენტი (დანართი #39- #42);
ი) „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის „ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევის“ კომპონენტი (დანართი #43- #44);
კ)
„დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის „სკრინინგით
გამოვლენილ ორსულებში კონფირმაციული კვლევის ჩატარების“ ქვეკომპონენტი
(დანართი #45- #46);
ლ) „C ჰეპატიტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის „სკრინგული კვლევის“ კომპონენტი (დანართი #47- #48).
2. დაევალოს:
ა)
ცენტრის სახელმწიფო პროგრამების დეპარტამენტს (ვლ. გეთია), საზჯანდაცვის
რეგიონული მართვის დეპარტამენტის იმერეთის და აჭარის სამმართველოების,
ფოთის, სამეგრელო-ზემოსვანეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის,
სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის და კახეთის განყოფილებების უფროსებს, ამ
ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართების გაცნობა შესაბამისი
მიმწოდებლებისათვის და საჭიროების შემთხვევაში, დახმარების აღმოჩენა
საანგარიშო პერიოდში წარმოსადგენი ანგარიშგების ფორმ(ებ)ის შევსებასთან
დაკავშირებით;
ბ) ცენტრის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (კ. ოჩიგავა), უზრუნველყოს
ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სახელმწიფო
პროგრამების/კომპონენტების ზედამხედველობისთვის გამოყენებული წესების,
ფორმების და მათი შევსების ინსტრუქციების განთავსება ცენტრის
ოფიციალურ ვებ–გვერდზე – www.ncdc.ge.
3.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო
პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30
დეკემბრის N638 დადგენილებით გათვალისწინებული სახელმწიფო
პროგრამების/კომპონენტების ზედამხედველობისთვის გამოყენებული წესების,
ფორმების და მათი შევსების ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ -
ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის 2017 წლის 26 იანვრის
#06-14/ო ბრძანება.
4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განახორციელებს ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ტურძილაძე.
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
6. ეს ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი) ერთი თვის ვადაში.