სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ბ რ ძ ა ნ ე ბ ა | |
KA030677956408618 |
25 / აპრილი / 2018 წ. | თბილისი #06-69/ო |
„2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის N592 დადგენილებით დამტკიცებული დანართი N3 -ის მე-3 მუხლის, „2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებით გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამების/კომპონენტების ზედამხედველობისთვის გამოყენებული წესების, ფორმების და მათი შევსების ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენარალური დირექტორის 2018 წლის 01 თებერვლის N06-13/ო ბრძანების და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 28 მარტის N107/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (შემდგომში-ცენტრი) „2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის N592 დადგენილებით დამტკიცებული „ეპიდზედამხედველობის“ პროგრამის (პროგრამული კოდი 35 03 02 03) ფარგლებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრების (შემდგომში - სჯდ ცენტრები) მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობისა და კონტროლის მიზნით შეიქმნას მონიტორინგის ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) რამაზ ურუშაძე - საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის ხელმძღვანელი;
ბ) ქეთევან გალდავაძე - გადამდები დაავადებების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი,მონიტორინგის ჯგუფის უფროსის მოადგილე;
გ) გოჩა გიორგიძე - საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული მართვის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს უფროსი, ჯგუფის წევრი;
დ) ნინო გუგუშვილი - საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი, ჯგუფის წევრი;
ე) ნინო ხურცია - საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული მართვის დეპარტამენტის ფოთის განყოფილების უფროსი, ჯგუფის წევრი;
ვ)
ანზორ ქობალია - საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული მართვის
დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების უფროსი, ჯგუფის წევრი;
ზ)ზურაბ
ნემსწვერიძე - საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული მართვის დეპარტამენტის
რაჭა ლეჩხუმი - ქვემო სვანეთის განყოფილების უფროსი, ჯგუფის წევრი;
თ) ნინო ზედგინიძე - საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების უფროსი, ჯგუფის წევრი;
ი) არჩილ მჟავია - საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის განყოფილების უფროსი, ჯგუფის წევრი;
კ) ნელი ხიზანიშვილი - საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული მართვის დეპარტამენტის კახეთის განყოფილების უფროსი, ჯგუფის წევრი;
ლ) ეკა ქორჩაშვილი - საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსი, ჯგუფის წევრი;
მ) მაია მახარაძე - სახელმწიფო პროგრამების დეპარტამენტის პროგრამების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, ჯგუფის წევრი;
ნ) რუსუდან ხუციშვილი - სახელმწიფო პროგრამების დეპარტამენტის პროგრამების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, ჯგუფის წევრი;
ო) მარიამ იზორია - სახელმწიფო პროგრამების დეპარტამენტის პროგრამების მართვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი, ჯგუფის წევრი.
2. საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამმართველოებისა და განყოფილებების უფროსებმა უზრუნველყონ:
ა) სჯდ ცენტრების ყოველთვიური დოკუმენტური მონიტორინგი თანდართული კითხვარების შესაბამისად (დანართი#1; დანართი #2);
ბ) მობილური ჯგუფების ორგანიზება, სჯდ ცენტრების ადგილებზე, კვარტალში ერთხელ, მონიტორინგის ჩასატარებლად.
გ)
ინსპექტირების შედეგების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების რეგულარული
მიწოდება მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილისათვის გენერალური
დირექტორის წინაშე ანგარიშგების უზრუნველსაყოფად;
დ) სჯდ
ცენტრებში დოკუმენტური და/ან ადგილზე მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი
ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით მიცემული რეკომენდაციების შესრულების
გადამოწმება, მონიტორინგის შემდგომი ეტაპის განხორციელებისას მონიტორინგის
აქტით განსაზღვრულ ვადებში.
3. ამ
ბრძანების პირველი პუნქტით შექმნილმა მონიტორინგის ჯგუფმა (ჯგუფის
ხელმძღავენელის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მონიტორინგის ჯგუფში,
საჭიროების შესაბამისად, დამატებით ჩართულმა სპეციალისტებმა) მონიტორინგი
განახორციელოს:
ა) რეგიონული სტატუსის მქონე სჯდ ცენტრებში (რუსთავი, მცხეთა, თბილისი) - წელიწადში ორჯერ;
ბ) სჯდ ცენტრებში - ადგილზე მონიტორინგის შედეგების გაანალიზების საფუძველზე წარმოქმნილი საჭიროებიდან გამომდინარე.
4. სჯდ
ცენტრების ყოველკვარტალური, ადგილზე მონიტორინგის შედეგების ინტერპრეტაცია
განხორციელდეს ცენტრის პროფილური დეპარტამენტების შესაბამისი
სპეციალისტების მიერ.
5. დაევალოს,
ცენტრის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (კ. ოჩიგავა), უზრუნველყოს ამ
ბრძანების განთავსება ცენტრის ოფიციალურ ვებ–გვერდზე – www.ncdc.ge.
6. ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განვახორციელებ პირადად.
7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
8. ეს ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი) ერთი თვის ვადაში.