Logo

3 მაისი, 2022 - ასთმის მსოფლიო დღე

title ასთმის მსოფლიო დღე ყოველწლიურად მაისის თვეში იმართება, ასთმის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. 2022 წელს ასთმის მსოფლიო დღე აღინიშნება 3 მაისს. ასთმის მსოფლიო დღე ასთმის გლობალური ინიციატივის (GINA) (www.ginasthma.org) ორგანიზებით იმართება, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან კოლაბორაციაში მყოფი ორგანიზაციაა და დაარსებულია 1993 წელს. 
ასთმა არ არის განკურნებადი, თუმცა შესაძლებელია დაავადების მართვა, რათა შევძლოთ ასთმის შეტევების (რომელსაც გამწვავების ეპიზოდებსაც უწოდებენ) შემცირება და პრევენცია.
2022 წლის ასთმის მსოფლიო დღის თემად გლობალური ინიციატივის მიერ შერჩეული იქნა  სლოგანი: „შევამციროთ ასთმის მოვლის ხარვეზები“.
დღეისათვის არსებობს რიგი ხარვეზები ასთმის მოვლის საქმეში, რომლებიც მოითხოვს ინტერვენციებს პაციენტთა თავიდან აცილებადი ტკივილის შემსუბუქების და ასევე არაკონტროლირებადი ასთმის მკურნაკლობაზე დახარჯული ხარჯების დაზოგვის მიზნით.
ასთმის მოვლის მიმდინარე ხარვეზები მოიცავს:
•    დიაგნოსტირების საშუალებებზე და მედიკამენტებზე არათანაბარ ხელმისაწვდომობას
•    სხვადასხვა სოციო-ეკონომიკურ, ეთნიკურ და ასკობრივ ჯგუფებში ასთმის მოვლის არათანაბარ ხელმისაწვდომობას
•    მდიდარ და ღარიბ თემებსა და ქვეყნებს შორის ასთმის მოვლის უთანასწორობას
•    სამედიცინო მომსახურების პირველად, მეორეულ და მესამეულ დონეებს შორის კომუნიკაციასა და ასთმის მოვლაში კავშირის დეფიციტს
•    კომუნიკაციის და ასთმით დაავადებული პირების განათლებაში არსებულ ნაკლოვანებებს
•    სამედიცინო დახმარების პროვაიდერთა შორის ასთმის ცოდნის და ასთმის შესახებ ცნობიერების დონის განსხვავებებს
•    ასთმისა და სხვა ქრონიკულ მდგომარეობებს შორის პრიორიტეტების დადგენის პრობლემებს
•    ინჰალატორების დანიშვნის შემდგომ მათი მოხმარების მონიტორინგის ნაკლოვანებებს და სწორი გამოყენების უნარების ნაკლოვანებებს
•    ასთმის, როგორც ქრონიკული დაავადების (და არა მწვავე დაავადების) ცნობადობისა და ცოდნის ნაკლებობის საკითხებს  ზოგად პოპულაციაში და ჯანდაცვის მუშაკებში
•    ასთმით დაავადებულების შესახებ არსებულ სამეცნიერო მტკიცებულებებსა და რეალურ სამედიცინო მომსახურეობას შორის განსხვავებების პრობლემებს.
ამ ხარვეზების მოგვარება გარკვეულწილად შესაძლებელია მიღწეული იქნეს ასთმის გლობალური ინიციატივის  ყოველწლიურად განახლებადი და მტიცებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიული დოკუმენტების მიწოდებით.
თუმცაღა, სამეცნიერო მტიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების განხორციელება სერიოზული გამოწვევაა მსოფლიოს მასშტაბით. ადგილებზე ლოკალურად მიღებული ყველა გადაწყვეტილება არ არის გამოყენებადი გლობალურად და ასევე, გლობალურად მიღებული რეკომენდაციები შესაძლებელია სასარგებლო არ იყოს ლოკალური გამოყენებისათვის.
მიმდინარე წლის თემა („შევამციროთ ასთმის მოვლის ხარვეზები“) საერთაშორის რესპირატორული საზოგადოებისგან მოითხოვს: იმუშაონ კოლეგებთან, პაციენტებთან და ჯანდაცვის პროვაიდერებთან, რათა აღმოჩენილი და აღმოფხვრილი იქნას ხარვეზები ასთმის მოვლაში და განვახორციელოთ და გავაზიაროთ ინოვაციური გადაწყვეტილებები ლოკალურად და გლობალურად.