Logo

კონკურსი, FETP (სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიის სწავლების პროგრამა) შუალედურ კურსში მონაწილეთა შესარჩევის მიზნით

title

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC)  მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს, FETP (სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიის სწავლების პროგრამა) შუალედურ კურსში მონაწილეთა შესარჩევის მიზნით, როგორც ცენტრის, ისე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მასშტაბით (2 საკონკურსო ადგილი).

 

FETP შუალედური კურსის მიზანი: აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრების აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისი გაგმავს დანერგოს საველე ეპიდემიოლოგიის ტრენინგ პროგრამის (FETP) მესამე, შუალედური კურსი (FETP-Intermediated) რეგიონის 5 ქვეყნაში: საქართველო, სასომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და მოლდოვა.

შუალედური კურსი წარმოდგენს 9 თვიან სწავლებას, რომელიც მსგავსად საბაზისო (FETP Frontline) და გაძლიერებული (FETP Advance) კურსისა, მოიცავს როგორც საკლასო სწავლებას (5 სესია), ასევე აქტიურ საველე სამუშაოებს. შუალედური კურსი მოწოდებულია გააძლიეროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენჯმენტის საშუალო რგოლი.

FETP შუალედური კურსი განკუთვნილია სახელმწიფო სექტორში როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ და რაიონულ დონეზე დასაქმებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის პერსონალისთვის, რომელიც საჭიროებს დამატებით გადამზადებას შემდეგ საკითხებში:

·         ეპიდზედამხედველობის მონაცემების შეგროვება, ანალიზი და ანგარიშგება;

·         ეპიდზედამხედველობის მონაცემების მართვა და შეფასება;

·         ეპიდაფეთქებებზე რეაგირება და კვლევა;

·         კომუნიკაცია ეპიდზედამხედველობაში ჩართულ სტრუქტურებთან, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე

 

განაცხადის ვადა: 26.07.2021 - 04.08.2021

მისამართი: ქ. თბილისი 0198 კახეთის გზატკეცილი #99

ელ. ფოსტა: hr@ncdc.ge;

ტელეფონი: 116001

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         კანდიდატს უნდა ჰქონდეს გავლილი FETP საბაზისო (Frontline), გაძლიერებული (Advance) ან მსგავსი საველე ეპიდემიოლოგიის კურსი/გადამზადება;

·         არანაკლებ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდზედამხედველობის სისტემაში;

·         კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word, Excel, Outlook);

·         ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;

 

უნარ-ჩვევები:

·         მაღალი პასუხისმგებლობა;

·         ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;

·         კომუნიკაბელურობა;

·         მოტივირებული;

 

დაინტერესებულ პირებმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:  ელ. ფოსტაზე: hr@ncdc.ge.

·         CV (რეზიუმე)  ქართულ ენაზე (განათლების, გამოცდილების, პროფესიული საქმიანობის სრული მიმოხილვა);  

·         განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (დიპლომი);

·         სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (შრომის წიგნაკი ან ცნობა სამუშაო ადგილის შესახებ, სერტიფიკატები და ა. შ.);

 

გთხოვთ: პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელექტრონული ფოსტის სათაურში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

 

კონკურსის ეტაპები

·         განცხადების გადარჩევა

·         გასაუბრება