სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030653349326020
25 / სექტემბერი / 2020 წ. თბილისი #06-186/ო
ეპიდზედამხედველობის მიზნებისთვის, დროებითი, COVID-19 შემთხვევის განსაზღვრების დამტკიცების შესახებ

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 28 მარტის #107/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის, მე-3 პუნქტის, „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 1.დამტკიცდეს, თანდართული COVID-19 შემთხვევის განსაზღვრება  ეპიდზედამხედველობის მიზნებისთვის (დროებითი).
2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული შემთხვევის  განსაზღვრება გამოყენებულ უნდა იქნეს  სახელმძღვანელოდ მხოლოდ ეპიდზედამხედველობის მიზნებისთვის, როგორც
ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) ასევე მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვების სამსახურებისთვის.
3. დაევალოთ, ცენტრის
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების და  რეგიონული მართვისა და გადამდებ დაავადებათა დეპატამენტებს (ვლ.გეთია; ხ. ზახაშვილი) უზრუნველყონ ამ ბრძანებით დამტკიცებული სახელმძღვანელო დოკუმენტის გაცნობა შესაბამის სტრუქტურული ერთეულის, მათ შორის მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვების სამსახურებისთვის.
4.
 დაევალოს, ცენტრის იურიდიულ სამმართველოს (ლ.ებანოიძე) უზრუნველყოს ამ ბრძანების განთავსება ცენტრის ოფიციალურ ვებ–გვერდზე – 
www.ncdc.ge.
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
6
. ეს ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს  ქ. თბილისის სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის. ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კილომეტრი) ერთი თვის ვადაში.


 

 

გენერალური დირექტორი
ამირან გამყრელიძე