სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030659738728418
14 / თებერვალი / 2018 წ. თბილისი #06-30/ო
სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2018 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 28 მარტის #107/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის, მე-3 პუნქტის, „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს, სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2018 წლის სამუშაო გეგმა თანდართული დანართის შესაბამისად.
2. დაევალოს, ცენტრის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (. ოჩიგავა), უზრუნველყოს ამ ბრძანების განთავსება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე
www.ncdc.ge.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
4. ეს ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი) ერთი თვის ვადაში.

 

გენერალური დირექტორი
ამირან გამყრელიძე