სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030675504939317
26 / იანვარი / 2017 წ. თბილისი #06-15/ო
დოკუმენტბრუნვის სქემის, ფულადი წახალისების ანგარიშგება/ანაზღაურების მექანიზმების და ანგარიშგებისათვის აუცილებელი ფორმების და მათი შევსების წესის დამტკიცების თაობაზე

„ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის რეჟიმის დაცვისათვის საქართველოს მოქალაქე პაციენტის ფულადი წახალისების ოდენობისა და გაცემის წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის  2016 წლის 1 აპრილი №162 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2007 წლის 28 მარტის #107/ნ  ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე
                                                                            ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს, „უბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის რეჟიმის დაცვისათვის საქართველოს მოქალაქე პაციენტის ფულადი წახალისების ოდენობისა და გაცემის წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილი №162 დადგენილებით გათვალისწინებული დოკუმენტბრუნვის სქემა და ფულადი წახალისების ანგარიშგება/ანაზღაურების მექანიზმები, ანგარიშგებისათვის აუცილებელი ფორმები და მათი შევსების წესი  თანდართული დანართი #1; #2; #3 და #4-ის შესაბამისად.
2. დაევალოს, ცენტრის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (კ. ოჩიგავა), უზრუნველყოს ამ ბრძანების განთავსება ცენტრის ოფიციალურ ვებ–გვერდზე – www.ncdc.ge.
3.ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განახორციელებს ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე
ირმა ხონელიძე.
4. ბრძანება ამოქმედდეს 
ხელმოწერისთანავე.
5. ამ ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი).

 

გენერალური დირექტორი
ამირან გამყრელიძე