სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030614230533718
01 / თებერვალი / 2018 წ. თბილისი #06-14/ო
„2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებით გათვალისწინებული „იმუნიზაციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესყიდული ვაქცინების, სპეციფიკური შრატების, ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებისა და ასაცრელი მასალების მიმღებად რეგისტრაციისათვის სამედიცინო დაწესებულებებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისათვის საჭირო ფორმების და მათი შევსების წესის დამტკიცების თაობაზე

„2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილების დანართი N2-ის მე-9 უხლის მე-6 პუნქტის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2007 წლის 28 მარტის #107/ნ  ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს, „2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებით გათვალისწინებული „იმუნიზაციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესყიდული ვაქცინების, სპეციფიკური შრატების, ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებისა და ასაცრელი მასალების მიმღებად რეგისტრაციისათვის სამედიცინო დაწესებულებებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისათვის საჭირო ფორმების და მათი შევსების წესი თანდართული დანართი #1/ი, #2/ი, #3/ი-ის შესაბამისად.
2. დაევალოს, ცენტრის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (კ. ოჩიგავა), უზრუნველყოს ამ ბრძანების განთავსება ცენტრის ოფიციალურ ვებ–გვერდზე – www.ncdc.ge.
3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განახორციელებს ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე
ალექსანდრე ტურძილაძეს.
4. ამ ბრძანების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს "2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებით გათვალისწინებული „იმუნიზაციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესყიდული ვაქცინების, შრატების, ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებისა და ასაცრელი მასალების მიმღებად დაწესებულებების რეგისტრაციის ფორმების და მათი შევსების წესის დამტკიცების თაობაზე
სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის 2017 წლის 25 იანვრის #06-12/ო ბრძანება.
5. ბრძანება ამოქმედდეს 
ხელმოწერისთანავე.
6. ამ ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი).

 

გენერალური დირექტორი
ამირან გამყრელიძე