სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030623343288718
01 / თებერვალი / 2018 წ. თბილისი #06-13/ო
2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებით გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამების/კომპონენტების ზედამხედველობისთვის გამოყენებული წესების, ფორმების და მათი შევსების ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე.

„2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2076 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილების (თავი II, მუხლი 10, პუნქტი 3) და „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილების (თავიII, მუხლი 9, პუნქტი 3) და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2007 წლის 28 მარტის #107/ნ  ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე                                                                                               

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. 2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებით გათვალისწინებული  სახელმწიფო პროგრამების/კომპონენტების ზედამხედველობისთვის გამოყენებული წესები, ფორმები და  მათი შევსების ინსტრუქციები თანდართული დანართების შესაბამისად:
ა)   „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამა (დანართი
#1- #10);
ბ)
იმუნიზაციის“ სახელმწიფო პროგრამის „აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაციის მომსახურების“ კომპონენტი (დანართი #11- #15);
გ) „ეპიდზედამხედველობის“ სახელმწიფო პროგრამა (დანართი #16- #28);
დ)  „უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამა (დანართი #29- #30);
ე)  „პროფესიულ დაავადებათა პრევენციის“ სახელმწიფო პროგრამა (დანართი #31-#32);
ვ) „ტუბერკულოზის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის „რეგიონული მართვის და მონიტორინგის“ კომპონენტი (დანართი #33- #34);
ზ) „ტუბერკულოზის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის „ლაბორატორიული კონტროლიდა ნახველის ლოჯისტიკის“ კომპონენტი (დანართი # 35- #38);
თ) „აივ-ინფექცია/შიდსის“ სახელმწიფო პროგრამის „აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირება (ტესტის წინა და ტესტის შემდგომი) და ტესტირების“ კომპონენტი (დანართი #39- #42);
ი) „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის „ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევის“ კომპონენტი (დანართი #43- #44);
კ) „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის „სკრინინგით გამოვლენილ ორსულებში კონფირმაციული კვლევის ჩატარების“ ქვეკომპონენტი (დანართი #45- #46);
ლ) „C ჰეპატიტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის „სკრინგული კვლევის“ კომპონენტი (დანართი #47- #48).
2. დაევალოს:
ა) ცენტრის სახელმწიფო პროგრამების დეპარტამენტს (ვლ. გეთია), საზჯანდაცვის რეგიონული მართვის დეპარტამენტის იმერეთის და აჭარის სამმართველოების, ფოთის, სამეგრელო-ზემოსვანეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის და კახეთის განყოფილებების უფროსებს, ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართების გაცნობა შესაბამისი მიმწოდებლებისათვის და საჭიროების შემთხვევაში, დახმარების აღმოჩენა საანგარიშო პერიოდში წარმოსადგენი ანგარიშგების ფორმ(ებ)ის შევსებასთან დაკავშირებით;
ბ) ცენტრის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (კ. ოჩიგავა)
, უზრუნვეყოს ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამების/კომპონენტების ზედამხედველობისთვის გამოყენებული წესების, ფორმების და  მათი შევსების ინსტრუქციების განთავსება ცენტრის ოფიციალურ ვებ–გვერდზე –
www.ncdc.ge.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის N638 დადგენილებით გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამების/კომპონენტების ზედამხედველობისთვის გამოყენებული წესების, ფორმების და მათი შევსების ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის 2017 წლის 26 იანვრის #06-14/ო ბრძანება.
4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განახორციელებს ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ტურძილაძე.
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან. 
6. ეს 
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი) ერთი თვის ვადაში.

 

გენერალური დირექტორი
ამირან გამყრელიძე