სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030664003017718
23 / აპრილი / 2018 წ. თბილისი #06-67/ო
„C ჰეპატიტის სავარაუდო ინფექციის მქონე პირებზე აქტიური ზედამხედველობის განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ

„C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებით დამტკიცებული C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2007 წლის 28 მარტის #107/ნ  ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის  შესაბამისად:  

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. C ჰეპატიტზე სკრინინგული კვლევით გამოვლენილი დადებითი შედეგების მქონე იმ ბენეფიციართა, რომელთაც С ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი სტატუსი განესაზღვრათ 6 ან/და მეტი თვის წინ, იდენტიფიცირებულნი არიან C ჰეპატიტის სკრინინგის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, მაგრამ არა აქვთ ჩატარებული შემდგომი დიაგნოსტიკური კვლევები,  მიდევნებისა და ზედამხედველობის მიზნით დამტკიცდეს:
ა) C ჰეპატიტის სავარაუდო ინფექციის მქონე პირებზე აქტიური ზედამხედველობის განხორციელების წესი - დანართი #1;
ბ) ინფორმირებული თანხმობის ფორმა #2;
გ) საინფორმაციო ფურცელი დანართი #3;
დ) C ჰეპატიტზე აქტიური ზედამხედველობის ანგარიშის ფორმა #4.
2. დაევალოს:
ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული მართვის დეპარტამენტს (რ. ურუშაძეს), ამ ბრძანების გაცნობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრებისათვის.
ბ)  ცენტრის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (კ. ოჩიგავა), უზრუნვეყოს ამ ბრძანების განთავსება ცენტრის ოფიციალურ ვებ–გვერდზე –
www.ncdc.ge.
3. ამ ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს, „C ჰეპატიტის სავარაუდო ინფექციის მქონე პირებზე აქტიური ზედამხედველობის განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის 2018 წლის 22 მარტის #06-55/ო ბრძანება.
4. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
5. ეს ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს  ქ. თბილისის სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის. ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კილომეტრი) ერთი თვის ვადაში.     

 

გენერალური დირექტორი
ამირან გამყრელიძე