სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030609625087418
01 / მაისი / 2018 წ. თბილისი #06-71/ო
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე

თამბაქოს კონტროლის შესახებსაქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის და  „სსიპ - ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 28 მარტის №107/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ‘’გ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 

 

1. სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (შემდგომში-ცენტრი) ადმინისტრაციული და სტრუქტურული ერთეულების შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის პირველი მაისიდან აიკრძალოს თამბაქოს მოწევა.
2.
დაევალოს ცენტრის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (კ.ოჩიგავა):  
ა) ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე, ყველა შესასვლელში და სხვა თვალსაჩინო ადგილას განათავსოს თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებული წესები, შესაბამისი წარწერა და ნიშანი თამბაქოს მოწევის აკრძალვის თაობაზე, აგრეთვე იმ ფიზიკური პირის/დაწესებულების საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა ინფორმაცია, რომელთან დაკავშირებაც იქნება შესაძლებელი თამბაქოს მოხმარების აკრძალვასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში;
ბ)  ამ ბრძანების განთავსება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე – 
www.ncdc.ge.
3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ
თამბაქოს კონტროლის შესახებსაქართველოს კანონისა და ამ ბრძანების მოთხოვნების დარღვევისათვის, დამრღვევი პირის მიმართ გამოყენებული იქნება მოქმედი კანონომდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომები.
4. ეს ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს  . თბილისის სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის. .თბილისი, . აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კილომეტრი) ერთი თვის ვადაში. 

 

 

გენერალური დირექტორი
ამირან გამყრელიძე