სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030625919389018
14 / თებერვალი / 2018 წ. თბილისი #06-28/ო
წითელას ეპიდაფეთქების წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის გაძლიერებისა და ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქების თავიდან  აცილების ეფექტური ღონისძიებების განსახორციელბლად,    „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 28 მარტის #107/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის, მე-3 პუნქტის, „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს ‘’წითელას ეპიდაფეთქების მართვის სქემა“ თანდართული დანართის შესაბამისად.
2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სქემის ეფექტურად მართვისათვის, საჭიროების შემთხვავში, შემთხვევის მენეჯერის გადაწყვეტილებით,  რეაგირების დამხმარე რგოლის სახით მოწვეულნი იქნან უმაღლესი და ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამეურვეო საბჭოების,  კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების, მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების, მედიისა და საზოგადების წარმომადგენლები.
3. დაევალოს, სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (შემდგომში-ცენტრი) ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (კ. ოჩიგავა), უზრუნველყოს ამ ბრძანების განთავსება ცენტრის ოფიციალურ ვებ–გვერდზე – www.ncdc.ge.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
5. ეს ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს  ქ. თბილისის სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის. ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კილომეტრი) ერთი თვის ვადაში.


 

გენერალური დირექტორი
ამირან გამყრელიძე