სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030623343288718
01 / თებერვალი / 2018 წ. თბილისი #06-13/ო
2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებით გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამების/კომპონენტების ზედამხედველობისთვის გამოყენებული წესების, ფორმების და მათი შევსების ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე.

„2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2076 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილების (თავი II, მუხლი 10, პუნქტი 3) და „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილების (თავიII, მუხლი 9, პუნქტი 3) და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2007 წლის 28 მარტის #107/ნ  ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე                                                                                               

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. „2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებით გათვალისწინებული  სახელმწიფო პროგრამების/კომპონენტების ზედამხედველობისთვის გამოყენებული წესები, ფორმები და  მათი შევსების ინსტრუქციები თანდართული დანართების შესაბამისად:
ა)   „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამა (დანართი
#1- #10);
ბ)
“იმუნიზაციის“ სახელმწიფო პროგრამის „აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაციის მომსახურების“ კომპონენტი (დანართი #11- #15);
გ) „ეპიდზედამხედველობის“ სახელმწიფო პროგრამა (დანართი #16- #28);
დ)  „უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამა (დანართი #29- #30);
ე)  „პროფესიულ დაავადებათა პრევენციის“ სახელმწიფო პროგრამა (დანართი #31-#32);
ვ) „ტუბერკულოზის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის „რეგიონული მართვის და მონიტორინგის“ კომპონენტი (დანართი #33- #34);
ზ) „ტუბერკულოზის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის „ლაბორატორიული კონტროლის და ნახველის ლოჯისტიკის“ კომპონენტი (დანართი # 35- #38);
თ) „აივ-ინფექცია/შიდსის“ სახელმწიფო პროგრამის „აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირება (ტესტის წინა და ტესტის შემდგომი) და ტესტირების“ კომპონენტი (დანართი #39- #42);
ი) „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის „ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევის“ კომპონენტი (დანართი #43- #44);
კ) „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის „სკრინინგით გამოვლენილ ორსულებში კონფირმაციული კვლევის ჩატარების“ ქვეკომპონენტი (დანართი #45- #46);
ლ) „C ჰეპატიტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის „სკრინგული კვლევის“ კომპონენტი (დანართი #47- #48).
2. დაევალოს:
ა) ცენტრის სახელმწიფო პროგრამების დეპარტამენტს (ვლ. გეთია), საზჯანდაცვის რეგიონული მართვის დეპარტამენტის იმერეთის და აჭარის სამმართველოების, ფოთის, სამეგრელო-ზემოსვანეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის და კახეთის განყოფილებების უფროსებს, ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართების გაცნობა შესაბამისი მიმწოდებლებისათვის და საჭიროების შემთხვევაში, დახმარების აღმოჩენა საანგარიშო პერიოდში წარმოსადგენი ანგარიშგების ფორმ(ებ)ის შევსებასთან დაკავშირებით;
ბ) ცენტრის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (კ. ოჩიგავა)
, უზრუნველყოს ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამების/კომპონენტების ზედამხედველობისთვის გამოყენებული წესების, ფორმების და  მათი შევსების ინსტრუქციების განთავსება ცენტრის ოფიციალურ ვებ–გვერდზე –
www.ncdc.ge.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის N638 დადგენილებით გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამების/კომპონენტების ზედამხედველობისთვის გამოყენებული წესების, ფორმების და მათი შევსების ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის 2017 წლის 26 იანვრის #06-14/ო ბრძანება.
4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლს განახორციელებს ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ტურძილაძე.
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან. 
6. ეს 
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი) ერთი თვის ვადაში.

 

გენერალური დირექტორი
ამირან გამყრელიძე